საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით გორში მასობრივი გარბენი გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
188 23 ივნისი 2024, 20:10

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც 1948 წლიდან აღინიშნება.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მასობრივი ოლიმპიური გარბენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით „შიდა ქართლის სპორტული თამაშების" ფარგლებში გორში გაიმართა.

გარბენის მანძილი 5 კილომეტრი იყო და მასში მონაწილეობა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან მიიღეს.

ქალთა და კაცთა კატეგორიაში გამოვლენილ გამარჯვებულებს შესაბამისი პრიზები გადაეცათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი