დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 18 ივნისი 2024, 19:37
დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

სტადიონის დაცვის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ ჩარეულიყვნენ, რადგან მხარდამჭერთა ორი ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას დღეს გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი