საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წლამდე გადავადდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
867 05 მაისი 2020, 00:19
საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) ფუკუოკას (იაპონია) მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების ახალი თარიღი განსაზღვრა.
თავდაპირველი ვადებით, მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო 2021 წლის 16 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადაავადა (23 ივლისი - 8 აგვისტო), ადრე დათქმულ დროს მსოფლიოს პირველობის ჩატარება შეუძლებელი გახდა. შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება გადაწყდა 2022 წლის 13-29 მაისს.
„ეჭვი არ გვეპარება, რომ მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთათვის საუკეთესო პირობებს უზრუნველყოფს. მოუთმენლად ველით პლანეტის საუკეთესო ათლეტების ხილვას  2022 წელს, ფუკუოკაში,“ - განაცხადა FINA-ს პრეზიდენტმა ხულიო მაგლიონემ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი