2021 წელს AIBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატს ბელგრადი უმასპინძლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
863 05 მაისი 2020, 00:14

სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (AIBA) ბელგრადში 2021 წლის კაცთა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 

„დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყანა სიამაყით მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატს. სერბეთს ყველაფერი აქვს დიდი ღონისძიებების მოსაწყობად. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ახალი საშეჯიბრო სისტემისკენ, ასევე ჩვენი ორგანიზაციის ფინანსური სტაბილურობისთვის, რომელიც სულ უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული IOC-ის სახსრებზე. AIBA-ს აღმასრულებელი კომიტეტი მასპინძელ ქვეყანასთან მსოფლიო ჩემპიონატის შესაძლო თარიღებს განიხილავს.  ვფიქრობ, რომ დაგეგმილ ვადებს შევინარჩუნებთ და 2021 წელს, ოლიმპიური თამაშების შემდეგ ჩავატარებთ მსოფლიოს ჩემპიონატს. ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ვითარება დალაგდება,“ - განაცხადა AIBA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მოჰამედ მუსტასანმა.

შეგახსენებთ, რომ შარშან საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) AIBA-სთან თანამშრომლობა შეაჩერა. IOC უკმაყოფილო იყო AIBA-ს მმართველობით, მსაჯების არაობიექტურობით, ფინანსური, ანტისადოპინგო თუ ეთიკის საკითხებით. IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ოლიმპიური და საკვალიფიკაციო ტურნირების ორგანიზება დაევალა სპეციალურ კომისიას,  რომელმაც უკვე ჩაატარა რამდენიმე შესარჩევი შეჯიბრება. საქართველოს მოკრივეთაგან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური ჯერჯერობით მოპოვებული აქვს სახილ ალახვერდოვს. 


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი