„ომი ახლავე უნდა დასრულდეს“ - ევროკავშირი და გაერო ღაზასთან დაკავშირებით ბაიდენის სამეტაპიან გეგმას მიესალმებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 01 ივნისი 2024, 13:25
ევროკავშირი და გაერო ღაზასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სამეტაპიან გეგმას მიესალმებიან.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ომი ახლავე უნდა დასრულდეს.

„მხარდაჭერას ვუცხადებთ ბაიდენის საგზაო რუკას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება, რასაც უნდა მოჰყვეს საბრძოლო მოქმედებების საბოლოო შეწყვეტა და ისრაელის თავდაცვის ძალების გასვლა“, - წერს ბორელი.

ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკიც.

„თვეების განმავლობაში გაეროს გენერალური მდივანი ითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას, ჰუმანიტარული დახმარებაზე სრულ და შეუზღუდავ წვდომას და ყველა მძევლის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ანტონიო გუტერეში იმედს გამოთქვამს, რომ ამას მოჰყვება შეთანხმება და ხანგრძლივი მშვიდობა“, - წერს დუჟარიკი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გახარია - ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი
ამირან სალუქვაძე სტამბოლის შეხვედრაზე: ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანია, საწყის ეტაპზე, ტექნიკურმა ჯგუფმა მაქსიმალურად ნაყოფიერად იმუშაოს, რათა მომზადდეს როგორც უკრაინა-რუსეთის პირველი პირების შეხვედრა, ასევე ტრამპი-პუტინის შეხვედრა
ზაზა შათირიშვილი: არსებობს ამერიკული ხუმრობა - „ერთადერთი ქვეყანა, სადაც რევოლუცია არასოდეს მოხდება აშშ-ია. მიზეზი მარტივია - აქ აშშ-ის საელჩო არ არსებობს“. ჩვენ 2003 წელს, აშშ-ის ორგანიზებული რევოლუცია 9-წლიან დიქტატურად დაგვიჯდა
დავით ქართველიშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილზე: დაკონსერვებული აგენტურის „გამოღვიძების“ კლასიკური სქემა - დაკონსერვებული აგენტი საზრდოობს მათ ხარჯზე, ვისი განადგურების ბრძანება შეიძლება, მიიღოს ნებისმიერ დროს
ვატო შაქარიშვილი ჰერჩინსკის: ვიცით, რომ თქვენ ხართ დიალოგში და ჰარმონიაში კოხტა კოდუასთან, მეგის ქარდავასთან და იმ კასტილიან კაცთან, რომელიც მაგიდაზე „სკოჩით“ მიბმულ კაცს აუპატიურებდა
არქივი