თამთა მეგრელიშვილი: რა გეგონათ, ნამახვანის პროტესტის უკან მართლა „სათნო“ სახის ხალხი იდგა? ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ყველაზე ნათელი დადასტურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
642 15 აპრილი 2021, 15:00

 იურისტი თამთა მეგრელიშვილი ნამახვანის პროტესტის უკან პოლიტიკურ პროცესს ხედავს და რუსული ჰიბრიდული ომის ყველაზე ნათელ დადასტურებაზე საუბრობს.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის აღნიშნავს, რომ „სამარცხვინოა, რომ ასე უტიფრად ატყუებენ ხალხს, რუსულ საქმეს და ფულს კი ერთდროულად აკეთებენ“. 

 „აბა რა გეგონათ თქვენ? ნამახვანის პროტესტის უკან მართლა „სათნო“ სახის ხალხი იდგა? ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ყველაზე ნათელი დადასტურება. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის კლასიკა, როდესაც პროტესტი იწყება ვითომ „სამოქალაქო აქტივისტებით“ და შემდეგ ავანსცენაზე გამოდიან პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებიან. 

 „ქართული მარშის“ შემდეგ ავანსცენაზე შალვა ნათელაშვილიც გამოვიდა. ეს პროცესი რომ პოლიტიკურია და ამ პოლიტიკური პროცესის უკან რომ რუსული კვალია, ეჭვს აღარ იწვევს. სამარცხვინო ის არის, რომ ასე უტიფრად ატყუებენ ხალხს, ხოლო თავად რუსულ საქმეს და ფულს ერთდროულად აკეთებენ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
დავით ქართველიშვილი: მეთოთხმეტე წელიწადია საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების რისკების ფასად, ბიძინა ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ სამშობლოს გასაწირი „ფასი" მისთვის არ არსებობს
არქივი