ირაკლი ქადაგიშვილი: არ შეიძლება პოლიტიკისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები იხარჯებოდეს. ამიტომ, ამის გამოაშკარავება რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ინტერესში არ შედის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 04 მაისი 2024, 17:53

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას პოლიტიკური პარტიები ეწინააღმდეგებიან იმ მიზეზის გამო, რომ მათ არ აქვთ იმედი, სამართლიან დემოკრატიულ ბრძოლაში, არჩევნებში გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველანაირი რევოლუციური პროცესი რადიკალური ოპოზიციისთვის არის ერთადერთი საშუალება, ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

„მათ კარგად იციან, რომ ეს დახურული ფინანსები ხმარდება მათ ამ პოლიტიკურ მიზნებს. კანონპროექტს ძირითადად, მდიდარი „ენჯეოები“ ეწინააღმდეგებიან, რადგან ფინანსების გასაჯაროება ნათლად აჩვენებს საზოგადოებას, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება. არ შეიძლება პოლიტიკისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები იხარჯებოდეს. ამიტომ, ამის გამოაშკარავება არცერთის ინტერესში არ შედის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან უკვე საკმარისზე მეტი განმარტებები გაკეთდა
ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია
ირაკლი ღარიბაშვილი: პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი არის აუცილებელი
ირაკლი ღარიბაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მთავარი თემაა დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. სად იყვნენ ეს ადამიანები? ესაუბრათ არგუმენტებით, თუ გამჭვირვალობის კანონში დამატებები გაკეთდა?!
ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის სიწმინდის დღეზე: გამოჩნდა, თუ სად დგას ჩვენი ხალხი, სად დგას ქართული საზოგადოება. ჩვენი ხალხი ძალიან სწორად აფასებს მოვლენებს
არქივი