აფხაზეთიდან დევნილ 430 ოჯახს ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში პროდუქტები გადაეცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 04 მაისი 2024, 14:17
დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.
აქციის ფარგლებში სასურსათო პროდუქტები სენაკის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში განთავსებულ 430 ოჯახს გადაეცა.
პროდუქცები მოსახლეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ჯემალ საჯაიამ, თემურ მჟავიამ და აპარატის წევრებმა დინარა დარსალიამ, ნანა კვარაცხელიამ, გიგა შელიამ, ზურაბ კობახიძემ, ნიკა ქადავამ გადასცეს.
დევნილ ოჯახებთან შეხვედრის დროს მიმდინარეობდა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო და მადლობის სიგელებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და წარმატებული მოზარდები დაჯილდოვდნენ. ჰუმანიტარული აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე: პრემიერის შეთავაზებაზე მოძრაობა „ჯიუტის“ უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი მათ არ აწყობთ, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან და სათქმელი არაფერი აქვთ
გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით პრემიერის მიერ შეთავაზებულ დისკუსიაზე მოძრაობა “ჯიუტი” უარს ამბობს
წინასწარ დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია - ნიკო მანაგაძე პრემიერის ლექციის ჩაშლას შეეცადა
ნანა კაკაბაძე: ოპოზიციაც და „ყველაფრის მცოდნე ახალგაზრდებიც“ თავს იტყუებენ და თვითონაც არ სჯერათ, რომ თითქოს, მთელი საქართველო გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგია
საქართველოსა და ყაზახეთის კინოცენტრებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
არქივი