კახა კალაძე - ხვიჩა კვარაცხელია იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად - მისი განცხადება მკაფიოა, ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! - არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 04 მაისი 2024, 12:05
ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად - ხვიჩას განცხადება მკაფიოა, ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანიის უწყვეტი ნაკადი მიმდინარეობს და თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს.

„ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია. აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას. დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს. ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად. ხვიჩას განცხადება მკაფიოა - ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა!

ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!

საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!“- წერს კალაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: კანონის რუსულობა საბოლოოდ დიდი თაღლითობა რომ აღმოჩნდა, ორი კვირით გადანახული „ჯოკერი“ გამოაგდეს, მაგრამ დეკლარაციის შესწავლის მიზანთან სქესობრივი ცხოვრება, მრწამსი ან ჯანმრთელობა რა შუაშია, ვინმემ ახსნას
დავით ქართველიშვილი: BBC-ის შეფის მტკიცებით, აუდიტორია თავად ითხოვს, რომ მას ფეიკითა და დეზინფორმაციით ასაზრდოებდნენ და სწორედ ამას მიიჩნევენ თავის „ფასეულობებად"
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
გივი მიქანაძე: პრემიერის შეთავაზებაზე მოძრაობა „ჯიუტის“ უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი მათ არ აწყობთ, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან და სათქმელი არაფერი აქვთ
გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით პრემიერის მიერ შეთავაზებულ დისკუსიაზე მოძრაობა “ჯიუტი” უარს ამბობს
არქივი