პეტრას აუსტრევიჩიუსი: გვიხარია და ბედნიერები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ევროპული სტილით მოქმედებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 20 აპრილი 2021, 19:18

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ პასუხისმგებლიანმა ქართველმა პოლიტიკოსებმა გამბედაობა გამოიჩინეს, რაც არ იყო მარტივი. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

„ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა და არ მივატოვეთ საქართველო კრიზისში. ძალიან სწორ დროს უაღრესად ძლიერი სიგნალი გავაგზავნეთ. ვაღიაროთ, რომ ამ პროცესის მიმდინარეობისას ზოგჯერ ხელისუფლება და ზოგჯერ ოპოზიცია არ იყო ბედნიერი იმით, რასაც ვამბობდით, მაგრამ ეს იყო მოწოდება ყველას მიმართ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პასუხისმგებლიანმა ქართველმა პოლიტიკოსებმა გამბედაობა გამოიჩინეს. ეს არ იყო მარტივი. ვიცი, რომ არ იყო მარტივი პირველობა და შეთანხმებაზე ხელმოწერა, მაგრამ ეს იყო აუცილებელი. ეს არის რაციონალური კომპრომისი. ჩვენ ვართ პარტნიორები და გავაკეთეთ მაქსიმუმი. ძალიან დიდი ინვესტიცია, პრესტიჟი, რესურსი და დრო ჩავდეთ. ეს სარისკოც იყო. ახლა გვიხარია და ბედნიერები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ევროპული სტილით მოქმედებენ“, - აცხადებს პეტრას აუსტრევიჩიუსი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა - თქვენ არ უყურებთ საქართველოს როგორც პარტნიორს, თქვენ საქართველოს კოლონიად განიხილავთ
საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა დაამტკიცა
ევროპარლამენტარი ონდჟეი დოსტალი: ქართველებმა აირჩიეს მთავრობა, რომელიც არ არის ევროპის წინააღმდეგ - საქართველოს მთავრობა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას იცავს
ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი: ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა
არქივი