გიგა ბოკერია IRI-ის დასკვნის ნაწილს არაკომპეტენტურს უწოდებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 14 აპრილი 2021, 00:24
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია IRI-ის დასკვნის კონკრეტულ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ - "მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე" - არაკომპეტენტურს უწოდებს.

"ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული დასკვნა იყო ეგ კონკრეტული დასკვნა. IRI-ის ჰქონდა არჩევნების შემდეგაც დასკვნა, იმ გუნდის მიერ, ვინც ადგილზე იყო. ზედაპირული და არაკომპეტენტური არის დასკვნის ეგ ნაწილი. ეს ხდება ხოლმე.

IRI-ის ჰქონდა არჩევნების შემდეგ იმ ხალხის მხრიდან, ვინც აკვირდებოდა პროცესს, ძალიან კრიტიკული დასკვნა, ამის შემდეგ რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, ჩემი აზრით, არის მცდარი მაგ ნაწილში, სწორედ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კუპრაძე - არ იქნება არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - არალეგიტიმურ პარლამენტს როგორც არ ვაღიარებთ, ისე არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 15 ივლისს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს
ირაკლი კუპრაძე - არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არანაირი შეწყალების მიმართვა არ იქნება
ზურა ჩხაიძე: საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან
არქივი