87
28 მაისი 2024, 19:31
მისი თქმით, უმრავლესობის წევრები არ შეუშინდნენ რადიკალების და საგარეო აქტორების ბულინგს და მიიღეს ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
“84 ხმით პარლამენტში, სუვერენული საქართველოსთვის ერთ-ერთი აუცილებელ კანონზე ფორმალური პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია. ვულოცავ ყველა პატრიოტს და ჩვენი ქვეყნის ნამდვილ გულშემატკივრებს!
"ქართული ოცნების" კანონმდებლები არ შეუშინდნენ არც რადიკალი ნაცმარგინალების და არც უნამუსო საგარეო აქტორების ბულინგს და მიიღეს ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ხოლო რაღაც "არამეგედონული სანქციების" დაწესების არავის ეშინია, როცა საზოგადოება გვერდში უდგას მის მიერ არჩეულ მმართველ გუნდს.
მალე დასრულდება უსამშობლო მანქურთების ბოგინი, როცა გაირკვევა მათი შავბნელი ფინანსების დანიშნულება, ხოლო ვისაც ეშინია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამჭვირვალობის, შეუძლია "ქუდი დაიხუროს"!” - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |