ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს ისე, როგორც შეესაბამება ზუსტად დემოკრატიულ ქვეყანას. არეულობის მცდელობა და რაღაც რევოლუციური სცენარები არავის გამოადგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 28 მაისი 2024, 18:35
ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს ისე, როგორც შეესაბამება ზუსტად დემოკრატიულ ქვეყანას. არეულობის მცდელობა და რაღაც რევოლუციური სცენარები არავის გამოადგება, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადებას.

„ბორელის ამ სიტყვებს შევადარებდი გამოთქმას, რაც ხშირად გვესმის ოპოზიციიდან - არა რუსულ კანონს. რა თქმა უნდა არა რუსულ კანონს, ეს [გამჭვირვალობის შესახებ] ქართული კანონია რაც ჩვენ გვაქვს და ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს ისე, როგორც შეესაბამება ზუსტად დემოკრატიულ ქვეყანას. არეულობის მცდელობა და რაღაც რევოლუციური სცენარები არავის გამოადგება. არჩევნები არის ის რამაც უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი იმის მიხედვით, თუ რას დაუჭერს მხარს“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი ევროკავშირის მომავლის მიმართ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი X-ზე წერს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: ორი დღის წინ ვწერდი, რომ აქციების მოჩვენებითი მშვიდობა რადიკალიზაციით შეიცვლებოდა და ამის ერთ-ერთი ტრიგერი გახდა საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობის“ გასამართლებისათვის, რაც საკმაოდ ბევრი რამის ლუსტრირებას მოახდენს
თამთა მეგრელიშვილი: მოღალატე ძალების პოლიტიკური გასამართლების ნება ქართველი ხალხის დაკვეთა და მოთხოვნაა. ხალხის ნება აღსრულდება და მათ გასამართლებაზე ხელმომწერი „ქართული ოცნება” იქნება
ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: საგამოძიებო კომისია დაანონსდა თუ არა, წამოიშალნენ, სახე დაკარგეს, თავზე ხელი აიღეს და ყველაფერს კადრულობენ
ლევან ნიკოლეიშვილი ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიაზე: ეს ის არ არის, „პაშა ბანკი" რომ დააქცია? ეს უბედური, 3 ბანკიდან და 2 ქვეყნის სისტემიდან გამოგდებული, უმუშევარი გაიფიცება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?
მიხეილ სააკაშვილი - ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს, ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევთ ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ, ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე
არქივი