მსახიობი თემურ გვალია: ეს "აქცია" იყო თეატრის რამდენიმე მსახიობის მიერ განხორციელებული და მიუხედავად მრავალწლიანი მეგობრობისა, პირადად მე, არ ვიზიარებ მათ ინდივიდუალურ შეხედულებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 25 მაისი 2024, 13:37

გუშინდელი "პერფორმანსი" მთლიანად მოფიქრებული და განხორციელებული იყო სპექტაკლში მონაწილე მსახიობების მიერ და არა "თუმანიშვილის" თეატრის მიერ..-ამის შესახებ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლ „მეფე ლირის“ დასრულების შემდეგ პლაკატები გაიშალა, თუმცა ეს იყო ამ სპექტაკლის მონაწილეების ინდივიდუალური გადაწყვეტილება და აქტიურობა, რომელსაც თეატრის გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და არ ემხრობა.

„ეხლა მომისმინეთ!
გუშინ "მარჯანიშვილის თეატრში" გაიმართა "მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში" დადგმული სპექტაკლი "მეფე ლირი".
სპექტაკლი როცა დამთავრდა, ეგრედწოდებული "პაკლონის" შემდეგ გაიშალა პლაკატები "არა რუსულ კანონს" და კიდევ სხვა...
ეს იყო ამ სპექტაკლის მონაწილეების ინდივიდუალური გადაწყვეტილება და აქტიურობა, რომელსაც თეატრის გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და არ ემხრობა!
ამას იმიტომ ავღნიშნავ, რომ სხვადასხვა საინფორმაციოები ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამ ინიციატივის ავტორად მთლიანად "მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრს მოიხსენიებენ, რაც არის ტყუილი და სრული დეზინფორმაცია!!!!!
გუშინდელი "პერფორმანსი" მთლიანად მოფიქრებული და განხორციელებული იყო სპექტაკლში მონაწილე მსახიობების მიერ და არა "თუმანიშვილის" თეატრის მიერ..
ხოდა ძალიან გთხოვთ ყველას!
როცა ამ თემას ეხებით სოც-ქსელში, ისაუბრეთ მათზე, ვინც უშუალოდ დაგეგმა ეს აქცია და ვინც იღებდა მასში მონაწილეობას და არა მთლიანად დასზე!
ამ დასში მეც ვარ და მაგრად არ მსიამოვნებს როცა სხვის ნამოქმედარს მე და განსხვავებულ აზრზე მყოფ მსახიობებს გვტენიან არასწორად ინფორმირებული სააგენტოები თუ ინდივიდუალური პირები!
100-მა კაცმა მომწერა.. მეკითხებიან რა ხდება თქვენთან თეატრშიო და დავიღალე პასუხების გაცემით!
რა ხდება და ის ხდება რაც მთლიანად ქვეყანაში!
ასე, რომ გთხოვთ "თუმანიშვილის თეატრის" ლანძღვას თავი დაანებოთ!
თეატრი აქ არაფერ შუაშია!
ჩემი დამოკიდებულება კი იცით მეგობრების უმრავლესობამ, ამ საკითხთან დაკავშირებით..
არც იმიტომ ვდებ ამ პოსტს, რომ თავს ვიმართლებ...
უბრალოდ ეს "აქცია" იყო თეატრის რამოდენიმე მსახიობის მიერ მოფიქრებული და განხორციელებული და მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობისა, პირადად მე, არ ვიზიარებ მათ ინდივიდუალურ შეხედულებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
სულ ეს იყო..
(შეურაცხმყოფელი კომენტები წაიშლება)“, - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი