ეს არის დასტური ათწლიანი ყალბი კამპანიისა, რომელშიც ჩართულები იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები უცხოეთიდან, ჩართული იყო სხვადასხვა სახის მედია და არასამთავრობო სექტორი, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებს ამ გადაწყვეტილებაზე განცხადება არ გაუკეთებიათ და რომ მათ ბოდიში უნდა მოიხადონ.
„ხომ ხედავთ, გასუსულ ოპოზიციას, გასუსულ ენჯეო სექტორს, გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებსა თუ პარლამენტარებს. სად არიან? 10 წელი რომ არ მოასვენეს ეს ქვეყანა სააკაშვილით, მისი პერსონით. ხან სად დაჰყავდათ, ხან სად, ხან სად ნიშნავდნენ. გახსოვთ, ბრიუსელის კორიდორებში როგორ ხვდებოდნენ, სხვადასხვა კონფერენციაზე გამოყოფილი ადგილი. ეს ხალხი, რომელიც მათ შორის ევროპის სახეები არიან, რატომაა ჩუმად? გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, ქართულ მართლმსაჯულებას, ქართულ სახელმწიფოს ამ ქვეყნის ათწლიანი არმოსვენებისთვის, ჯანჯღარისთივს ერთი ადამიანის გამო. გადაგვაყოლეს ერთ ადამიანს. ბოლოს შემოგვიპარეს ჩუმად იმისთვის, რომ ქვეყანა აერიათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |