230
23 მაისი 2024, 15:01
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
როგორც ექსპერტი წერს, ზუსტად ისეა ჩვენი გამჭვირვალობის კანონი რუსული, როგორც სააკაშვილთან მიმართებაში ქართული მართლმსაჯულება დამნაშავე!
„ზუსტად ისეა, ჩვენი გამჭვირვალობის კანონი რუსული, როგორც სააკაშვილთან მიმართებაში ქართული მართლმსაჯულება დამნაშავე! უკვე მერამდენედ მოდის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოდან ამბავი, რომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სრული კრახით სრულდება. ახლა რა ვქნათ, გავაგრძელოთ მსჯელობა ამ საკითხის გარშემო, თუ დავაყენოთ საკითხი გარკვეული თაღლითების სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ? ასეთები კი საქართველოში ლომჯარია და მისი სამედიცინო ექსპერტები არიან, მარიამ ჯიშკარიანის თამადობით, უცხოეთში კი იმდენი ევროპარლამენტარია რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით ისეთებს ითხოვდნენ, რომ მეშინია ჩამონათვალში ვინმე არ გამომრჩეს! სხვათა შორის, მათი მოსყიდვის შესახებ ამერიკული გამჭვირვალობის უფრო სწორედ აგენტების კანონიდან, Fara-ს მეშვეობით ვიგებდით. ხომ მართლა საფრანგეთმაც მიიღო გამჭვირვალობის კანონი, სადაც პირდაპირ ჯაშუშებზე და მათ დაპატიმრების მექანიზმებზეა საუბარი. ცხადია ამის შესახებ არ იცის სალომე ზურაბიშვილმა, თორემ ამიერიდან საფრანგეთში ცხოვრებას თავი უნდა მოერიდოს ვადის ამოწურვის შემდეგ.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |