ირაკლი შოთაძე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებაზე: კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან, შესაძლოა, მკურნალობის პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 23 მაისი 2024, 14:59
უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, არ მიკვირს ეს. მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ავხსენი, თუ რა იყო ჩემი გადადგომის მიზეზი,  - ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, "ქრონიკასთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა.

როგორც შოთაძემ განმარტა, შესაძლოა, მისი მკურნალობის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს, შესაბამისად, მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მის მიერ თანამდებობის დატოვება, შექმნილ ვითარებაში, ერთადერთი სწორი გამოსავალია.

"უკვე კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ, მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში, მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან, მკურნალობის პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს. შესაბამისად, დამეთანხმებით, აღნიშნულ რეალობაში შეუძლებელია გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება მკურნალობის პერიოდში და რა თქმა უნდა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მე  მიმეღო არსებული გარემოებების გათვალისწინებით. 
საქართველოს პროკურატურაში ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი არის, მინდა მათ მადლობა გადავუხადო საქმიანობისთვის, გვერდში დგომისთვის, გამოხატული თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი ასეთივე წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას." - განუცხადა ირაკლი შოთაძემ "ქრონიკას"
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი