ბაჩო ოდიშარია: საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა კანში შეხვედრები. ეს პროცესი ვერ გააშავეს, ამიტომ დაიწყეს ცოლებსა და შვილებზე ბულინგის კამპანია, რაც უკვე მათი ჩვეული ხელწერაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 22 მაისი 2024, 17:28

რაც შეეხება დელეგაციას, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი შეხვედრები, რის შედეგებსაც მალე იხილავს ქართული საზოგადოება. როდესაც ეს პროცესი ვერ გააშავეს ვერც ლანძღვით, ვერც ქართულ პავილიონში პლაკატების გაკვრით, ვერც ის გაბედეს, ვინმე მოსულიყო და თუ რამე ჰქონდა სათქმელი, იქვე ეთქვა, ბოლოს დაიწყეს ცოლებსა და შვილებზე ბულინგის კამპანია, რაც უკვე მათი ჩვეული ხელწერაა. ქართული კინოც გაიმართება წელში, ევროკავშირის წევრობასაც მივაღწევთ, მაგრამ ლიბერალად პოზიციონირებულ ფაშისტებს მაინც არაფერი ეშველებათ, - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს თაობაზე.

ოდიშარიას თქმით, ფოტოზე სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გადაღებული ოჯახური ხასიათის ერთობაა აღბეჭდილი და თითოეული ოჯახის წევრი თავად დააფინანსეს დელეგაციის წევრებმა.

„სერიოზული ისტერია აიწია ლიბერალურ ბაბლში კინოცენტრის გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გადაღებული ოჯახური ხასიათის ერთობაა აღბეჭდილი. ცოლებისა და შვილებისადმი ეს ბაბლი რომ პერვერსიულადაა განწყობილი და ყველა შესაძლო ხერხით იყენებს ინსტრუმენტად, სიახლე აღარავისთვისაა, უბრალოდ ეს მგონი პირველი შემთხვევაა, სადაც ფაშისტური ვნებები ბოლომდე გაშალეს და მცირეწლოვანი ბავშვების ირგვლივ ქილიკი, მეუღლეების დამუნათება გაიხადეს ოპონირების იარაღად. ფოტოზე აღბეჭდილია რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, რომლის შვილიც საკუთარი ხარჯებით წამოიყვანა, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელმაც თავის შვილი საკუთარი ხარჯებით წაიყვანა და ჩემი მეუღლე და შვილი, რომელიც ჩემი ხარჯებით წავიყვანე. ეს მათთვის, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ბიუჯეტის ფული ხო არ დაიხარჯა ბავშვებზე თითოეული მათგანი არც პირველად იყო კანში და მითუმეტეს, არც უკანასკნელად. რაც შეეხება დელეგაციას, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი შეხვედრები, რის შედეგებსაც მალე იხილავს ქართული საზოგადოება. როდესაც ეს პროცესი ვერ გააშავეს ვერც ლანძღვით, ვერც ქართულ პავილიონში პლაკატების გაკვრით, ვერც ის გაბედეს, ვინმე მოსულიყო და თუ რამე ჰქონდა სათქმელი, იქვე ეთქვა, ბოლოს დაიწყეს ცოლებსა და შვილებზე ბულინგის კამპანია, რაც უკვე მათი ჩვეული ხელწერაა. ქართული კინოც გაიმართება წელში, ევროკავშირის წევრობასაც მივაღწევთ, მაგრამ ლიბერალად პოზიციონირებულ ფაშისტებს მაინც არაფერი ეშველებათ“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი