ნინო წილოსანი სალომე ქურასბედიანის მიმართ შეტევაზე: შეტევებს ახორციელებენ პარლამენტის წევრი ქალები, ოპოზიციონერები, მათ შორის ქალების უფლებების დამცველები, არ ერიდებიან, ყველაზე უღირსი ფორმებით შეურაცხყონ ის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 22 მაისი 2024, 14:45

ამ შეტევებს ახორციელებენ პარლამენტის წევრი ქალები, ოპოზიციონერები, მათ შორის ადამიანის უფლებების დამცველები, ქალების უფლებების დამცველები და იმასაც არ ერიდებიან, რომ ყველაზე უღირსი ფორმებით შეურაცხყონ სალომე ქურასბედიანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სალომე ქურასბედიანზე შეტევის შესახებ განაცხადა.

“მთელი ამ დროის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, მათი ღირებულებითი ღერძი სად გადის. მიდის შეტევები მისი გარეგნობის, ასაკის, სხვადასხვა მახასიათებლის გამო და ამ შეტევებს ახორციელებენ პარლამენტის წევრი ქალები, ოპოზიციონერები, მათ შორის ადამიანის უფლებების დამცველები, ქალების უფლებების დამცველები და იმასაც არ ერიდებიან, რომ ყველაზე უღირსი ფორმებით შეურაცხყონ სალომე ქურასბედიანი, რომელიც ნამდვილად პროფესიონალია თავისი მიმართულებით. ვერანაირი შინაარსიანი და სამართლებრივი შენიშვნები ვერ დააფიქსირეს, ამიტომ გადავიდნენ პერსონალურ შეტევებზე”, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით
დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
ირაკლი კობახიძე - გილოცავთ ისტორიული საბაგიროს აღდგენას, ასეთი პროექტები ხელს უწყობს მეტი შესაძლებლობების შექმნას, დედაქალაქის კიდევ უფრო განვითარებას
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველოში არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი იქნება და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება
არქივი