კახა კალაძე: ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ვაჭრობს - ეს ყველამ კარგად იცოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 22 მაისი 2024, 14:43

რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? წარმოუდგენელია. რა განცხადებებსაც ვისმენთ დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა, შანტაჟი და მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის იმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ შესაძლო შემზღუდველი ზომების ამოქმედებას ეხებოდა.

თბილისის მერის თქმით, საქართველომ არაერთხელ დაუმტკიცა მეგობარ ქვეყნებს, რომ ის არის სანდო პარტნიორი მოკავშირეებისთვის.

„ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ვაჭრობს - ეს ყველამ კარგად იცოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს განცხადებები ცხადად მეტყველებს, ჩვენთან მიმართებით, რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს. აღნიშნული რიტორიკა კატეგორიულად მიუღებელია. რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? იმისთვის, რომ საქართველოში ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კანონპროექტს იღებს? ამის გამო რა განცხადებებსაც ვისმენთ დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან - ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. საქართველომ თავისი ქმედითი ნაბიჯებით დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი
ირაკლი კობახიძე: როგორი ხელოვნურიც იყო ემოციები უკრაინული „მაიდნის“ დროს, ასეთივე ხელოვნური იყო საქართველოშიც, ამ კოორდინირებული ქმედების მიზანია ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურად გავრცელება ქვეყნის არევა, ხელისუფლების შეცვლა
ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში
ნიკა გვარამია - ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს
მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
არქივი