ნიკა მელია - დავით კეზერაშვილი რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისთვის, მასთან არავითარ შეხვედრას არ ვგეგმავ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 21 მაისი 2024, 14:20
პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანაპარტიელ ნიკა გვარამიასთან ერთად უცხოეთში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, არც ახლა და არც მომავალში დავით კეზერაშვილთან შეხვედრას არ გეგმავს.

„ოცნების პარტიული ტელევიზიები, რომლებიც მოქმედებენ სუს-ის პირდაპირი დავალებით, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს.

დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია, დიდი ხანია, ცნობილია, რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისათვის.

ქვეყნისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მორალური უპირატესობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

პოლიტიკა საჯარო საქმედ რომ მიგვაჩნია, რომელიც კულუარული გავლენებითა და ფულით არ უნდა იმართებოდეს, ამიტომ შევქმენით პარტია „ახალი“.

არავითარ შეხვედრას მასთან არცერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში“, – აცხადებს მელია.

„კურიერის“ ინფორმაციით, პარტია „ახლის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი