ზურაბ ქადაგიძე ვატო ქავთარაძეზე: კეზერაშვილისგან 15 000 ევროს იღებს ყოველ თვე. აბულინგებს სარეკლამო კომპანიებს და აძალებს აქციებზე სიარულს. დავალებას პირადად კეზერაშვილისგან იღებს.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 20 მაისი 2024, 15:09
თურმე ეს ქავთარაძე აბულინგებს "რეკლამშიკებს" და ყველას აწვება, ვინც აქციაზე არ წავა და წინააღმდეგობას არ გამოთქვამს გამჭვირვალობის კანონის მიმართ - საჯარო ბულინგით ემუქრება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და ერთ-ერთი მსხვილი სარეკლამო კომპანიის თანამფლობელის, ვატო ქავთარაძის ფოტოს აქვეყნებს.

ქადაგიძის თქმით,  ვატო ქავთარაძე დავალებას პირადად კეზერაშვილისგან იღებს და მისგან  ყოველ თვე 15 000 ევროც ერიცხება ხელფასის სახით.

„დღეს შეხვედრა მქონდა ჩემს ერთ ერთ უახლოეს მეგობართან, რომელმაც მთხოვა, რომ მისი სახელი და გვარი არ მეთქვა. სარეკლამო კომპანიაში მუშაობს და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. მთხოვა - საჯარო გამეხადა ინფორმაცია, რაც აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. ესეიგი რა ხდება - ფოტოზე წარმოდგენილი ადამიანი არის ვატო ქავთარაძე, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი სარეკლამო კომპანიის თანამფლობელია. გაოგნებული დავრჩი ამ თავხედის მიერ დაორგანიზებული კამპანიით - თურმე ეს ქავთარაძე აბულინგებს "რეკლამშიკებს" და ყველას აწვება, ვინც აქციაზე არ წავა და წინააღმდეგობას არ გამოთქვამს გამჭვირვალობის კანონის მიმართ - საჯარო ბულინგით ემუქრება. ახლა საქმე რაშია - რეკლამის მწარმოებლებს ძალიან სერიოზული კონტრაქტები აქვთ სახელმწიფო უწყებებთან და ცხადია, მათი უმეტესობა არაფერს ცუდს არ ფიქრობს ამ კანონზე, მაგრამ ბულინგს ვერ უძლებენ. ეს ვაჟბატონი კი, როგორც მეუბნებიან ყოველ თვე 15 000 ევროს იღებს კეზერაშვილისგან ხელფასის სახით და ფეხზე ჰკიდია, ვის რა შემოსავალი ექნება. აი ეს კაცი აშანტაჟებს ყველას, რომ როგორმე მოახერხოს და სარეკლამო კომპანიებს ჩაუხსნან კონტრაქტები, დავალებას კი პირადად კეზერაშვილისგან იღებს. ხმა ამოიღეთ - ნუ ბულინგდებით!!!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი