94
20 მაისი 2024, 12:32
„კლასიკური ნეოკოლონიალისტური მიდგომა - ნუ იმოქმედებ ისე, როგორც ჩვენ, მაგრამ გააკეთე ის, რასაც ჩვენ გეუბნებით.“-ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოცემა „politico“-ს სტატიას, რომლითაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკვანძო საკითხად აქცევს.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ეს კატეგორიულად მიუღებელია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნებისმიერი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნისთვის!
„დასავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური გავლენების ჩარევის აღკვეთის თემა მზარდად აქტუალურია იმ ფონზე, როცა მსგავს პრევენციულ ღონისძიებებზე საქართველოს უსინდისოდ აკერებენ პრორუსულობის იარლიყს.
გარე ჩარევისგან თავის დასაცავად საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 27 მარტს მიიღო შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცევა ზაფხულის ბოლოს.
თუმცა, ბრიუსელი, ელისეის სასახლე და დასავლეთის სხვა დედაქალაქები ჯიუტად გვიკიჟინებენ, რომ გავაუქმოთ ე.წ. რუსული კანონი. კლასიკური ნეოკოლონიალისტური მიდგომა - ნუ იმოქმედებ ისე, როგორც ჩვენ, მაგრამ გააკეთე ის, რასაც ჩვენ გეუბნებით.
ეს კატეგორიულად მიუღებელია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნებისმიერი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნისთვის!“-წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |