105
20 მაისი 2024, 12:28
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გამოცემა Politico-ს სტატიას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს.
ქადაგიძის თქმით, ასეთი ორმაგი სტანდარტებით ხდება, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და ყველაზე მეტად, ის ევროპელი დეპუტატები და მაღალჩინოსნები ახალისებენ ზემოხსენებულ მავნებლობას, ვინც ლობირებს კოლექტიურ ნაც-მოძრაობას საქართველოში.
„ჰე, მოიფიქრეთ რამე ოპოზიციამ, თორემ დაინგრა ოჯახი…
თუ ჯერ “ნარატივს” ელოდებით სათავო ოფისიდან და მერე იმის მიხედვით გამოლაგდებით?!
საქართველოში დაწუნებული გამჭვირვალობა, ევროპისთვის საჭიროებას წარმოადგენს?!
ასეთი ორმაგი სტანდარტებით ხდება, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და ყველაზე მეტად, ის ევროპელი დეპუტატები და მაღალჩინოსნები ახალისებენ ზემოხსენებულ მავნებლობას, ვინც ლობირებს კოლექტიურ ნაც-მოძრაობას საქართველოში!
თუმცა, ზემოხსენებული ევროპელებიც ისევე დამოკიდებულები არიან სათავო ოფისის დირექტივაზე, როგორც ჩვენი უსამშობლო პოლიტიკოსები.
ევროპელი და ქართველი პარაზიტების “ დედა პარტია” რომელიაო, არ მკითხოთ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |