ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
839 01 მაისი 2020, 15:39

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გამართა. 

მინისტრმა წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად დაგეგმილი პროგრამების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ პროგნოზებსა და შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გზებსა და შესაძლებლობებზე. მათ შორის, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით მთავრობის მიერ დაფინანსებულ სტიმულირების პროგრამებზე.

 ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების განახლებულ ფორმატს, რომელიც გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა შენარჩუნებულ სამუშაო ადგილებზე საგადასახადო შეღავათის დაწესება, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის, საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის სუბსიდირება, ყველა იურიდიული პირისთვის სესხის რესტრუქტურიზების შესაძლებლობა, ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების განახლებული ფორმატით განხორციელება, დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება და სხვ.

დაგეგმილია სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსების ერთი წლით გახანგრძლივება, ასევე თანადაფინანსების პროცენტის გაზრდა სამი პროცენტით. აღნიშნულ კომპონენტში ლიმიტი  150 000 ლარიდან 50 000 ლარამდე დაიწევს, საქმიანობის სახეობები კი 104-დან 211-მდე გაიზრდება, რაც 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესს აღნიშნული კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

ამასთან, სამინისტროს ინოფრმაციით, ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის განახლებული ფორმატის შეთავაზება კრიზისის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მის ასამოქმედებლად 300 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ 2 მლრდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელი გაჯანსაღდება და მის მიმღებ ასობით ბიზნესსუბიექტს მათ წინაშე არსებული ფინანსური გამოწვევის უფრო მარტივად გამკლავების შესაძლებლობას მისცემს.

პრეზენტაციაზე ასევე განხილული იყო სამინისტროს ხედვა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის შესახებ.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი