საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი სააკაშვილზე-უსირცხვილო კაცი. რა მიღწევა არ აქვს ბოროტებაში და ახლა მუსიკალურ-კომპოზიციური იდეის პლაგიატიც დაიმატა დანაშაულთა ჩამონათვალში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 18 მაისი 2024, 20:30
ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი- გაქნილმა აფერისტმა და სისხლიანმა ავტორიტარმა სააკაშვილმა, მიითვისა გენიალური კომპოზიტორის იდეა - ფალიაშვილის მუსიკა გადაქცეულიყო ჰიმნად, კეჭაყმაძის დამსახურება მიიწერა, თან მისი გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ



საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, სადაც სააკაშვილი საქართველოს ჰიმნის შექმნის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ჰიმნის ტექსტში სწორედ მან ჩაწერა სიტყვები: "თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას; დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება".


სვიმონ ჯანგულაშვილი თავის პოსტში აღნიშნავს, რომ ჰიმნის შესარჩევად კონკურსი ჩატარდა, რომელშიც კეჭაყმაძის ორმა ნამუშევარმა გაიმარჯვა - მისმა ორიგინალურმა მუსიკამ და კეჭაყმაძის მიერ დამუშავებულმა ფალიაშვილმა. კომისიის და თავად კეჭაყმაძის გადაწყვეტილებით, დღევანდელი ჰიმნი აირჩა, ხოლო ტექსტი დავით მაღრაძემ შექმნა.


ჯანგულაშვილის თქმით, პლაგიატური პოსტით გაქნილმა აფერისტმა და სისხლიანმა ავტორიტარმა სააკაშვილმა, მიითვისა გარდაცვლილი გენიალური კომპოზიტორის იდეა - ფალიაშვილის მუსიკა გადაქცეულიყო ჰიმნად, შეერთებულიყო “აბესალომისა” და “დაისის” ფრაგმენტები. 


„მიშა - გენიოსი;
მიშა -ბეთჰოვენი;
მიშა, როგორც ქართველი კომპოზიტორების სტალინი, უფრო სწორედ - მუსიკალური პლაგიატორი.
რეებს სწერს? რა აფერისტია ტიპი.
ყველა მუსიკოსს გვახსოვს - მაშინ ჰიმნის შესარჩევად კონკურსი ჩატარდა, რომელშიც კეჭაყმაძის ორმა ნამუშევარმა გაიმარჯვა - მისმა ორიგინალურმა მუსიკამ
და კეჭაყმაძის მიერ დამუშავებულმა ფალიაშვილმა. და კომისიის და თავად კეჭაყმაძის გადაწყვეტილებით, დღევანდელი ჰიმნი აირჩა. 
ტექსტი დავით მაღრაძემ შექმნა.
თუმცა, წლების მანძილზე არ აძლევდნენ ჰონორარს ბატონ სოსოს და ბოლოს კობა სუბელიანმა ძალიან იაქტიურა, რომ მიეცათ და პასუხად ბატონმა სოსომ განაცხადა, რომ სამშობლოს ჰიმნის შექმნისთვის არ აიღებდა ჰონორარს (Grigory Gavrilets მადლობა, რომ შემახსენე).
ჰიმნის ვარიანტების წარდგენის გამო, საკონკურსო კომისიის წევრი ბიძინა კვერნაძე ხუმრობით “ჰიმნოზავრს” ეძახდა სოსო კეჭაყმაძეს. 
ამ ყველაფერს ჰყვებოდნენ ბიძინა კვერნაძე, ანზორ ერქომაიშვილი და კომისიის სხვა წევრები… 
გამარჯვებული მეორე ნაწარმოები კი, პატრიარქისა და კეჭაყმაძის გადაწყვეტილებით, ეკლესიის ჰიმნად იქცა და სამების ტაძრის გახსნაზე შესრულდა ეზოში, გაერთიანებული გუნდის მიერ (იღუმენია ქეთევან კოპალიანის ტექსტით).
ანუ, ამ პლაგიატური პოსტით, გაქნილმა აფერისტმა და სისხლიანმა ავტორიტარმა სააკაშვილმა, მიითვისა გარდაცვლილი გენიალური კომპოზიტორის იდეა - ფალიაშვილის მუსიკა გადაქცეულიყო ჰიმნად, შეერთებულიყო “აბესალომისა” და “დაისის” ფრაგმენტები. კეჭაყმაძის დამსახურება მიიწერა ტიპმა. თან მისი გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ. 
“აბესალომიდან” ფანფარებიც ამან დაამატებინა ნეტა კეჭაყმაძეს? და ორკესტრობა შეუკვეთა? 
რა გამოდის - კეჭაყმაძე გამოჰყავს შეკვეთით გამაორკესტრებლად. არადა, ყველამ ვიცით, რომ
კეჭაყმაძე უმთავრესად საგუნდო მუსიკას წერდა და თუ მხოლოდ
პრეზიდენტის იდეის ხორცშესხმა იყო
საჭირო, ანუ ფალიაშვილის გადაკეთების იდეა თუ არსებობდა და მისი არანჟირება-გაორკესტრება თუ იყო მხოლოდ საჭირო, ამისთვის კეჭაყმაძეს არავინ დაუძახებდა, ვერც გაუბედავდნენ - მოდი, გააორკესტრე და არანჟირება გააკეთეო. და არც თავად დათანხმდებოდა მუსიკალურ “მალიარობას” - სხვისი მონახაზის შეღებვას საორკესტრო ფერებით (სააკაშვილის სიტყვებით, ასე გამოდის). არანჟირების დიდოსტატი იყო კეჭაყმაძე და როგორმე სხვანაირად გააკეთებდა მაშინ არანჟირებას.
იმისთვის კი, რასაც აქ სააკაშვილი სწერს, სხვას დაუძახებდნენ. თუნდაც ნიკოლოზ რაჭველს ამ ვახტანგ კახიძეს.
უსირცხვილო კაცი! რა მიღწევა არა აქვს ბოროტებაში და ახლა მუსიკალურ-კომპოზიციური იდეის პლაგიატიც დაიმატა დანაშაულთა ჩამონათვალში…
დიდება თავისუფლებას!
საქართველოს დიდება!
კეჭაყმაძეს და ფალიაშვილს, ქართულ მუსიკას დიდება!
ამ სისხლიან ავტორიტარს და პლაგიატორს და მის მიმდევართ კი, სირცხვილი!
Kato Kechakmadze Manana Kordzaia Rusudan Tsurtsumia ხომ გახსოვთ ეს ამბები არა?
P.s. მუსიკოლოგმა და დირიჟორმა Shio Abra -მ შეგვახსენა: ჰიმნის ნიმუშები კონკურსზე ბატონ სოსოს 1998 წელს წარუდგენია ჯერ კიდევ. ასე რომ, მიშა და ქალბატონი გიული ნამდვილად არაფერ შუაშია.“-წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი