შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 17 მაისი 2024, 11:01

შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისათვის იარაღის მიწოდებაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა.

ხაზინის მიერ გავრცელებული ცნობით, სანქცირებული არიან რაფაელ ღაზარიანი და მასთან დაკავშირებული კომპანიები: „ტრანს კაპიტალი“ და „რაფორტი“, ისევე როგორც ალექსეი ბუდნევი და მისი კომპანია „ტექნოლოგია“.

„გადაწყვეტილება ასახავს ჩვენს სურვილს, ხელი შევუშალოთ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთთან“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები კვლავაც მიიღებს ზომებს პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მათთვის, ვინც ცდილობს ხელი შეუწყოს იარაღისა და სხვა მასალის მიწოდებას, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოება შეძლოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ემანუელ მაკრონი საფრანგეთი-ისრაელის საფეხბურთო მატჩს დაესწრება, პარიზში გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები
დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, მე მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა
დავით ზალკალიანი აშშ-თან ურთიერთობებზე: არის პერიოდები, როდესაც მეგობრებს შორისაც არის უთანხმოება და ამ მხრივ საქართველო უნიკალური არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი სირთულეები დაძლევადია
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ის და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთნაირად უყურებენ ირანისგან მომდინარე საფრთხეს
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც აქცია დასრულდება
არქივი