კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე გზები გადაკეტეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 15 მაისი 2024, 20:48

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე მსვლელობას მართავენ.

მმომიტინგეთა ნაწილი მსვლელობით აბაშიძის ქუჩაზე მიემართება. ადგილზე პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, აბაშიძეზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ “გამოდით, გამოდით!”.

აქციის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი აბაშიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

მომიტინგეების ნაწილს გადაკეტილი აქვს გმირთა მოედანი, ნაწილი პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს
გიგი უგულავა: სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ
ლევან მაჭავარიანი არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე: ის, რომ ერთი ადამიანი თითქოსდა სხვადასხვა უბნებზე ხმას აძლევდა, ეს პროკურატურამაც გამორიცხა
ნინო ლაცაბიძე: 2025 წლის სააღმზრდელო პროცესს რუსთავის საბავშვო ბაღები კიდევ უფრო განახლებული და თანამედროვე სერვისებით ხვდება
ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს
არქივი