ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 15 მაისი 2024, 20:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს: ბაიბა ბრაჟეს, მარგუს ცაჰკნას, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირს და გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდგომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას.

„შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ამ გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის როლს. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ ეკონომიკური განვითარების ტემპი, რასაც ევროკავშირმა შესაბამისი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონი მიზნად ისახავს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - არასამთავრობო და შესაბამისი მედიაორგანიზაციების მხრიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობას და ყოველწლიურ დეკლარირებას. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება კვლავაც მზად არის, მოისმინოს საგნობრივი მოსაზრებები კანონთან დაკავშირებით და დისკუსიის შედეგად სამართლებრივი შენიშვნები ვეტოს პროცედურის ფარგლებში ასახოს კანონში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის გაგრძელება
ანდრეი ერმაკი - უკრაინა არ დათანხმდება გაყინულ კონფლიქტს
დონალდ ტრამპი: უკრაინასთან განვიხილეთ ტერიტორიები და მისი ნაწილები, რომლებიც შენარჩუნდება და დაიკარგება, ისევე როგორც საბოლოო შეთანხმების ყველა სხვა ელემენტი
მიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრები დაამარცხა! ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სპორტსმენების პროფესიონალიზმსა და შეუპოვრობას
სოზარ სუბარი: პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება
არქივი