სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით. ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ. ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 15 მაისი 2024, 17:00
მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით. ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ. ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გუშინდელი პრინციპული გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა და სერიოზული გარეჩარევების მიუხედავად შეძლო თავად მიეღო გადაწყვეტილება. „ გუშინდელი პრინციპული გადაწყვეტილებით: 1. საქართველო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა. მან სერიოზული გარეჩარევების მიუხედავად შეძლო თავად მიეღო გადაწყვეტილება! 2. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ვუთხარით: აზრი არ აქვს ასეულობით მილიონების ხარჯვას იმ ხალხში, რომლებსაც აღმოჩნდა, რომ დავალებების შესრულების ძალაც არ გააჩნიათ, არც კანონის გაწვევის უზრუნველყოფის, არც რევოლუციის და არც არაფრის. უცხოეთიდან გაკეთებულმა, თქვენი წარმომადგენლების ხისტმა განცხადებებმაც კი ვერ გააძლიერა ისინი. ამ ფულის ხარჯვა გაცილებით უკეთესი იქნება ისეთ საქმეებში, რაც თქვენი და ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებში ჯდება. ასეთ საქმეებში მხოლოდ თანხის ნაწილის დახარჯვას ჯობს მთლიანად დაიხარჯოს, ხედავთ, რომ აგენტურისგან ხეირი მაინც არ არის ჩვენც და ქართველი ხალხიც უფრო მადლიერები ვიქნებით! ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაც გაცილებით მეტ დაფინანსებას მიიღებს და ეს თანხები 50-მდე მდიდარი ენჯეოს ხელში არ კონცენტრირდება! კარგი საქმეებიც გაცილებით მეტი გაკეთდება! 3. მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით. ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ. ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ!“ - წერს სუბარი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი