სოზარ სუბარი: გუშინდელი პრინციპული გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 15 მაისი 2024, 16:56

გუშინდელი პრინციპული გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ Facebook-ზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი წერს.

მისივე თქმით, მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის - პირიქით, ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ.

„გუშინდელი პრინციპული გადაწყვეტილებით:

1. საქართველო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა. მან სერიოზული გარეჩარევების მიუხედავად შეძლო თავად მიეღო გადაწყვეტილება!

2. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ვუთხარით: აზრი არ აქვს ასეულობით მილიონების ხარჯვას იმ ხალხში, რომლებსაც აღმოჩნდა, რომ დავალებების შესრულების ძალაც არ გააჩნიათ, არც კანონის გაწვევის უზრუნველყოფის, არც რევოლუციის და არც არაფრის. უცხოეთიდან გაკეთებულმა, თქვენი წარმომადგენლების ხისტმა განცხადებებმაც კი ვერ გააძლიერა ისინი. ამ ფულის ხარჯვა გაცილებით უკეთესი იქნება ისეთ საქმეებში, რაც თქვენი და ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებში ჯდება. ასეთ საქმეებში მხოლოდ თანხის ნაწილის დახარჯვას ჯობს მთლიანად დაიხარჯოს, ხედავთ, რომ აგენტურისგან ხეირი მაინც არ არის. ჩვენც და ქართველი ხალხიც უფრო მადლიერები ვიქნებით! ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაც გაცილებით მეტ დაფინანსებას მიიღებს და ეს თანხები 50-მდე მდიდარი ენჯეოს ხელში არ კონცენტრირდება! კარგი საქმეებიც გაცილებით მეტი გაკეთდება!

3. მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით. ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ. ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ!“ - წერს სუბარი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი