ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციას ეხმიანება.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აგენტი, პროვოკატორი, მორალისგან დაცლილი, უმადური, უსამშობლო და ქვეყნის მოღალატეა, რომელიც ქვეყნის დასანქცირებასაც მოაწერს ხელს და უფლება რომ მისცენ, ჩვენს წამებაზეც არ იტყვის უარს.
„ეს აგენტი, პროვოკატორი, მორალისგან დაცლილი, უმადური, უსამშობლო, ქვეყნის მოღალატე ქალი დგას საქართველოს მტრების გვერდით და გვმტრობს იმ ხალხს ვინც მოათრია და დასვა მის სანუკვარ სავარძელში, ქვეყნის დასანქცირებასაც მოაწერს ხელს და უფლება რომ მისცენ, როგორც მისი წინაპრები ემუშავებოდნენ ფაშისტებს, ისე მოგვექცეოდა, არც ჩვენს წამებაზე იტყოდა უარს“, - წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |