ლევან ნიკოლეიშვილი: “ჩვენო მეგობრებო“ ბალტიისპირელებო, ეს თქვენი პოლიტიკის ახალი გამოვლინებაა, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და საქართველოს მოსახლეობის დიდ რაოდენობას მეგობრებად არ თვლით? ვინ მოგცათ უფლება, გვიკარნახოთ, რომელი კანონი უნდა გვქონდეს და რომელი არა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 15 მაისი 2024, 12:30

სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი განცხადება, სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს. ნახეთ რას ამბობს- „ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმებიო.“ ამ ერთ წინადადებას რომ მივყვეთ თითოეული სიტყვა „უაღრესად საინტერესოა.“ „ჩვენს მეგობრებსო“ ვინ ჩვენს? თქვენს და რადიკალური ოპოზიციის? „მეგობრები“ რას ნიშნავს, უარგუმენტოდ რომ მეუბნება ეს კანონი არ ვარგა, იმიტომ რომ რუსულიაო?! - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილისა და ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს. ნიკოლეიშვილი სვამს კითხვას, ვისთან აქვს სალომე ზურაბიშვილს საერთო სამომავლო გეგმები, იმ რადიკალ ოპოზიციონერებთან, რომლებიც მას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა. ასევე ექსპერტი მიმართავს უცხოელ მინისტრებს, რომ მათ არ აქვთ უფლება, საქართველოს უკარნახონ, რა კანონი უნდა მიიღოს ქვეყანამ. "სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი განცხადება, სასაცილო იქნებოდა სატირალი, რომ არ იყოს. ნახეთ რას ამბობს- „ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმებიო.“ ამ ერთ წინადადებას რომ მივყვეთ თითოეული სიტყვა „უაღრესად საინტერესოა.“ „ჩვენს მეგობრებსო“ ვინ ჩვენს? თქვენს და რადიკალური ოპოზიციის? „მეგობრები“ რას ნიშნავს, უარგუმენტოდ რომ მეუბნება ეს კანონი არ ვარგა, იმიტომ რომ რუსულიაო?! „გავაცანიო“? სალომე ზურაბიშვილმა თუ გააცნო თავის ახლართულ-ჩახლართულ სტილში, საინტერესო მათ რა გაიგეს?! ისევ „ჩვენი სამომავლო გეგმებიო,“ ვისი გეგემები, თქვენი და რადიკალური ოპოზიციის? სალომე ზურაბიშვილს უკანასკნელი სიტყვებით, რომ ლანძღავდა იმ ხალხს და ამ ქალბატონის სამომავლო გეგმები აქვთ?! “ჩვენო მეგობრებო“ ბალტიისპირელებო, ეს თქვენი პოლიტიკის ახალი გამოვლინებაა, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ასევე საქართველოს მოსახლეობის დიდ რაოდენობას მეგობრებად არ თვლით? ან ვინ მოგცათ თქვენ იმის უფლება, რომ გვიკარნახოთ ჩვენ რომელი კანონი უნდა გვქონდეს და რომელი არა? ბოლოს ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ამ ჩვენი კანონის გარდა საქმე არა აქვთ? თუნდაც თავის ქვეყნის უსაფრთხოებაზე უფრო მეტი რომ იფიქრონ ხომ არ აჯობებს, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე? თუ თავი ქუდში გაქვთ და იმას ფიქრობთ, ნატოს წევრი ქვეყანა ვართ და ამერიკელები ჩვენ თავს ასე ადვილად რუსეთ არ დააჩაგვრინებენო, მაშინ იმაზეც უნდა იფიქრონ რომ ამერიკელებმა, რომ შეცვალონ ტონი და თქვან მშვენიერი კანონია, მაშინ თქვენ რას ამბობთ? P.S. ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს არაფერს „ვერჩი“, არ იყო ადამიანი საქართველოში ნამყოფი და ამათ გამოჰყვა, რაღაც ხომ უნდა ეთქვა და რასაც თქვენ იტყვით მეც იმას ვიტყვიო... დალოცვილო მარტო ჩამობრძანებულიყავი არ მიგიღებდით და სტუმართმოყვარეობაში გვეშლება რამე?! სალომე ზურაბიშვილით რომ დაიწყეთ საქართველოს გაცნობა, ეტყობა არ იცით ეს ქალბატონი ქართულად ვერ ლაპარაკობს, წერა-კითხვაც არ იცის და საერთოდ თავის დროზე ქართველებს დააბრალა რუსეთთან ომის დაწყება, და სულ ახლახან ევროპაში დადიოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიცეთო, ახლა ალბათ გეუბნებათ ხომ არ დამიჯერეთ და ახლა ჩამოართვითო..." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი