მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილზე: დაიმახსოვრეთ კარგად ქალი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს, წყალს ასხამს რუსეთის და ყველა იმ მტრის წისქვილზე, ვისაც უნდა, ეს ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს, არ ჰქონდეს სუვერენული უფლებები და ხან ერთის ჭკუაზე იაროს, ხან - მეორისაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 15 მაისი 2024, 11:09
დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად, ქალი რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს, ქალი, რომელიც ევროპული ფრონტის კი არა, პირდაპირ რუსეთის და საქართველოს ყველა იმ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც უნდა ეს ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს, - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.
როგორც ბითაძე აღნიშნავს, ზურაბიშვილს არ უნდა საქართველოს სუვერენული უფლებები ჰქონდეს, შესაბამისად, ისტორია შეაფასებს პრეზიდენტის მოღალატეობრივ და ამპარტავნულ ქმედებებს.
"დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად, ქალი რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს, ქალი, რომელიც ევროპული ფრონტის კი არა, პირდაპირ რუსეთის და საქართველოს ყველა იმ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც უნდა ეს ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს, არ ჰქონდეს სუვერენული უფლებები და ხან ერთის ჭკუაზე იაროს და ხან მეორისაზე. რეალურად, მებრალება, რადგან ერთადერთი შანსი, ისტორიაში ,,პოზიტიურად” დარჩენილიყო მან უკვე გაუშვა, ჰოდა აი ჩემს შვილიშვილებს, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები იქნებიან, ისტორიას რომ შეასწავლიან სკოლაში, ამ ქალზეც იქნება იქ ერთი 2 წინადადება, მის მოღალატეობრივ, დიპლომატიის კუთხით უნიჭო და ამპარტავან ქმედებებზე. დანარჩენი წვრილფეხობა კი - ისტორიის წიგნებში სახელები და გვარებითაც არ იქნებიან მოხსენიებული." - წერს მაია ბითაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი