დავით ქართველიშვილი: ბეჟაშვილის, ბოტკოველის, ჯანაშიას, ხოშტარიას და ა.შ. - უკან მხოლოდ მათივე ახალგაზრდული ორგანიზაციების ფასიანი თანამშრომლები დგანან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 14 მაისი 2024, 19:41

დეზინფორმაციულ ინტოქსიკაციას ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს, თუნდაც „წვეთოვანებით“ - ჯანსაღი საინფორმაციო „ჩანაცვლების პროგრამა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ახლა რუსთაველის გამზირზე ბეჟაშვილის, ბოტკოველის, ჯანაშიას, ხოშტარიას და ა.შ. უკან, მხოლოდ მათივე ახალგაზრდული ორგანიზაციების ფასიანი თანამშრომლები დგანან!

რუსთაველის გამზირს ვუყურებ „ლაივში“. კადრებშია ბეჟაშვილი, ბოტკოველი, ჯანაშია, ხოშტარია და ა.შ. - ადამიანები, რომლებმაც საქართველოს რუსეთზე მიყიდვის სამარცხვინო საქმეში რეკორდი მოხსნეს და ამისთვის გაწეული ძალისხმევის დაფასების საფასურად, დღესაც გადმორიცხული რუბლებით არსებობენ! მათ უკან ამჟამად მხოლოდ მათივე ახალგაზრდული ორგანიზაციების ფასიანი თანამშრომლები დგანან!

ეს არის ყველაზე მკაფიო პასუხი იმაზე - რა რიცხობრივი, ზნეობრივი თუ პოლიტიკური რეიტინგის მატარებლები არიან ვივამედელი ბელადის სექტანტები. მათი საშემოდგომო საარჩევნო შედეგი - ამ წუთას რუსთაველზეა წარმოდგენილი. ახალგაზრდობის 99% -ი სწორედ ამის გამო არ უერთდება მათ. ეს არის აქსიომა, რომელიც დამტკიცებას არ ექვემდებარება - უბრალოდ ჩართეთ ტელევიზორი!

ხოლო აქციონერი-ახალგაზრდების უმრავლესობის მხრიდან ხელისუფლების მიმართ ნდობის აღდგენაზე, აუცილებლად იმუშავებს დადებითად დროის ფაქტორი და მათ აზროვნებამდე და გულებამდე სწორი ახსნა/განმარტებითი მუშაობის ჩატარება. დეზინფორმაციულ ინტოქსიკაციას ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს, თუნდაც „წვეთოვანებით“ - ჯანსაღი საინფორმაციო „ჩანაცვლების პროგრამა“ და შედეგი აუცილებლად დადგება!“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი