129
14 მაისი 2024, 13:05
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, "ქართული ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის მისამართით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ბოკუჩავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ, მარიამ ლაშხს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სუფთა "ნაცური" საქციელია.
"თინა ბოკუჩავა რომ მარიამ ლაშხს ფიზიკურად შეეხება, ეს სუფთად ნაცური საქციელია!! თუმცა, თინა ბოკუჩავას მოწოდებით პარლამენტის წინ რომ აქციებს აწყობთ ეს უკვე დიაგნოზია." - წერს ნინო წილოსანი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |