ნინო ქათამაძეს არანაირი მორალური უფლება არ აქვს ეროვნულობაზე ჰქონდეს პრეტენზია და ამ იდეით სხვებსაც მოუწოდებდეს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. მეგრელიშვილის თქმით, ნინო ქათამაძე არც პატრიოტია და არც მისაბაძი, რადგან ოკუპანტ რუსეთს 2008 წელსაც უმღეროდა და დღესაც უმღერის. მანვე აღნიშნა, რომ ამ ქალის მიმბაძველობა არის დიაგნოზი აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდობის.
„ნინო ქათამაძეს არანაირი მორალური უფლება არ აქვს ეროვნულობაზე ჰქონდეს პრეტენზია და ამ იდეით სხვებსაც მოუწოდებდეს. ეს ქალი არც პატრიოტია და არც მისაბაძი, რადგან ოკუპანტ რუსეთს 2008 წელსაც უმღეროდა და დღესაც უმღერის. ასეთი ორმაგი სტანდარტის „პატრიოტიზმი" და „ღირსება" ღუპავდა და ღუპავს ქართულ სახელმწიფოს. ამ ქალის მიმბაძველობა არის დიაგნოზი აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდობის“, - წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |