81
13 მაისი 2024, 10:05
„რა ნამუსით უნდა ამოიღო ხმა "ბავშვების ბედზე", როდესაც 15-16 წლის მოზარდების მშობლებს არწმუნებდით, "ჯობია ტრუხას გაკეთებას, რომელსაც ისედაც იკეთებენ, ჩვენი ჩამოტანილი მაღალი ხარისხის გაიკეთონო“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამით ქართველიშვილი, როგორც თავად ამბობს, საპროტესტო აქციების მონაწილე ერთ-ერთი ცნობადი ქალბატონის გამოჩენას ეხმაურება, რომლის ქმარიც, ქართველიშვილის თქმით, ცნობილი „ბარიგაა“.
„ვუყურებ აქციაზე მყოფ ერთ ცნობად ქალბატონს, რომელიც მე მიხსნის თავის წუხილზე ახალგაზრდა თაობაზე! მიხსნის წარსულში (ღმერთმა ქნას) იმ ელიტარული ნარკოტიკების ბარიგის ცოლი, რომელიც თავის საახლობლო წრის "ქლაბერ" არასრულწლოვან ბავშვებს ამარაგებდა ნარკოტიკებით! ეს ბარიგა ჩემი დანაყოფის ბიჭების მიერ იქნა დაპატიმრებული თავის დროზე. მის საქმეში თითოეული ოპერატიული დოკუმენტი ჩემი ხელმოწერითაა და ზეპირად ვიცი, რასაც ვიძახი!!!
რა ნამუსით უნდა ამოიღო ხმა "ბავშვების ბედზე", როდესაც 15-16 წლის მოზარდების მშობლებს არწმუნებდით, "ჯობია ტრუხას გაკეთებას, რომელსაც ისედაც იკეთებენ, ჩვენი ჩამოტანილი მაღალი ხარისხის გაიკეთონო". ამას ეუბნებოდნენ ამ ბავშვების თავის ძმაკაც/დაქალ მშობლებს. მაგრამ, რად გინდა ნამუსი ან სინდისი - ისინი პირველები იყვნენ, ვინც მის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. ამას აღარც "სტოკჰოლმის სინდრომი" ჰქვია - ეს უკვე ზნეობრივი ზედაცემაა!“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |