მამუკა მდინარაძე: „ნაცების“ ტელევიზიების ჟურნალისტები პრემიერთან საერთო დავალებით მივიდნენ - გაახმოვანონ აქამდე ათასჯერ გახმოვანებული მდაბიო ფეიკ მესიჯები, კვლავ ბევრჯერ ახსენონ რუსეთი და რუსული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 11 მაისი 2024, 00:37

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრას ეხმიანება.

„ნაცების“ ტელევიზიების ჟურნალისტები პრემიერთან საერთო დავალებით მივიდნენ -

1. გაახმოვანონ აქამდე ათასჯერ გახმოვანებული მდაბიო ფეიკ მესიჯები, კვლავ ბევრჯერ ახსენონ რუსეთი და რუსული.
2. რაც შეიძლება მეტი იუზრდელონ, შეურაცხყოფა მიაყენონ ყველას, ვინც მათ არ მოსწონთ, ილაპარაკონ სისულელეები გაუჩერებლად და არ დააცადონ არც ერთი პასუხი პრემიერს.
3. წყობილებიდან გამოიყვანონ ირაკლი კობახიძე - ეს უკანასკნელი განსაკუთრებული სირთულის მისიაა.

p.s. „ტვ1“ დარჩა, ნახეთ ისიც ზუსტად იმავეს თუ არ ეცდება“, - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი