ზურაბ ქადაგიძე: აზია-ევროპის ყველა დამაკავშირებელი გზა აფეთქებულია და არავინ უწყის, როდის დალაგდება სიტუაცია, გარდა ერთისა - კავკასიის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის - სწორედ ამიტომაა ასეთი დიდი დარტყმის ქვეშ საქართველო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 09 მაისი 2024, 15:18
„გაინტერესებთ რეალურად რა პროცესებს ახალისებენ საქართველოში და რატომაა, რომ ასე გამალებით მიდის რადიკალიზაციის პედალირება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან?“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს. 

მისი თქმით, აზია-ევროპის ყველა დამაკავშირებელი გზა აფეთქებულია და არავინ უწყის, როდის დალაგდება სიტუაცია, გარდა ერთისა - კავკასიის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის - სწორედ ამიტომაა ასეთი დიდი დარტყმის ქვეშ საქართველო

„აზია-ევროპის ყველა დამაკავშირებელი გზა აფეთქებულია და არავინ უწყის, როდის დალაგდება სიტუაცია, გარდა ერთისა - კავკასიის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის.

სწორედ ამიტომაა ასეთი დიდი დარტყმის ქვეშ საქართველო და მცდელობას არავინ აკლებს, რომ ერთადერთი პერსპექტიული და მშვიდობიანი ხიდი აზიიდან ევროპაში აფეთქებულ იქნას, რათა მთელი ევროპა დამოკიდებული გახდეს აშშ-ზე.

ჩინეთის ლიდერის ვიზიტი ევროპაში, კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი გახდა ამერიკისთვის და სანამ საქართველოში სიმშვიდეა, მანამდე იქნება პრობლემა ჩინურ-ევროპული პერსპექტივები, ხოლო საქართველოში არეულობისა და ერთადერთი მშვიდობიანი დერეფნის აფეთქების შემთხვევაში, ყველანაირ აქტუალობას დაკარგავს ჩინეთის ძალისხმევა, რადგან ფიზიკურად ვერ შეძლებს აზია, ევროპასთან სრულფასოვან კავშირს.

ასე რომ, ვისაც საქართველოს ბედი გადარდებთ და ჭკუა შეგრჩენიათ, დაფიქრდით თუ რა მასშტაბის პროვოკაციებისთვის გიყენებენ.“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი