ზაალ მიქელაძე: ბრძოლა გააჩაღებინეს მამებთან შვილებს და რის გამო? რომელი იდეის ირგვლივ აერთიანებენ ჩვენს მომავალ თაობას? სამშობლოს სიყვარულის ნაცვლად, სიძულვილს ასწავლიან!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 09 მაისი 2024, 12:22
ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე აქციებს განცხადებით ეხმაურება.

როგორც ზაალ მიქელაძე წერს, მომავალი თაობის გულწრფელობას დაინტერესებული მხარეები ბოროტად იყენებენ.

„წლების განმავლობაში ვემსახურებოდი და ვზრუნავდი ყველაზე სანუკვარ ადამიანებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. დიახ, ძალზედ საპასუხისმგებლო სფეროა მედიცინა და განსაკუთრებით უმნიშვნელოვანესი დარგი - პედიატრია. ქვეყნის მომავალიც სწორედ ჯანსაღ მომავალ თაობაზე გადის! 

წლების განმავლობაში კონსულტაციაზე რჩევა-დარიგებას ვაძლევდი მშობლებს და მათთან ერთად ვიბრძოდი დაავადების დასამარცხებლად. კვლავაც მინდა რამდენიმე „მედიკამენტის“ - სიყვარულის, პატივისცემის, სიხარულის რეცეპტი გამოვწერო, რომ მთავარი დაავადება - სიძულვილი დავამარცხოთ!

მამების და შვილების ბრძოლაც არახალია. თუმცა, მაშინ ბრძოლა ლიტერატურულ-იდეური იყო და ახალი თაობა უფროს თაობასთან ახლოს ყოფნას ითხოვდა. დღეს რა ხდება? ბრძოლა გააჩაღებინეს მამებთან შვილებს და რის გამო? რომელი იდეის ირგვლივ აერთიანებენ ჩვენს მომავალ თაობას? სამშობლოს სიყვარულის ნაცვლად, სიძულვილს ასწავლიან! ეს ყველაფერი ხომ ნათელია და ჩვენ, უფროსმა თაობამ ხმა არ ამოვიღოთ? არ ვუთხრათ მამებმა შვილებს, რომ ატყუებენ, რომ მათ სუფთა, წრფელ გრძნობებს იყენებენ? არ ვუთხრათ, რომ სწორ მხარეს უნდა დადგნენ? რომ კანონი უზენაესია, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნის ინტერესი არ უნდა დააყენო, რომ დედაეკლესია არ შურაცხყო, რომ... 
მამებმა შვილებს არ ვუთხრათ - ქართველს ქართველი უყვარდეს?!
ვაი რომ, ჩვენი მომავალი თაობის გულწრფელობას ბოროტად იყენებენ!  შვილებს ატყუებენ და ჩვენ გვაიძულებენ ხმა არ ამოვიღოთ!
დღეს ამ ქვეყანაში, ხელისუფლებაზე მეტად არავინ ზრუნავს თქვენს უკეთეს ხვალინდელ დღეზე!
თქვენთვის კიდევ მეტი შესაძლებლობის კარი გაიღება და ამას დიდი დრო არ დასჭირდება! 
ჩემო ძვირფასებო, ახლა მხოლოდ გონივრულობა გვმართებს, მამებსაც და შვილებსაც, ჩვენ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს! ნუ გახდებით სიცრუის მსხვერპლი, გამარჯვებამდე დიდი დრო არ რჩება!
ერთად გავუძლოთ დღეს და ხვალ აუცილებლად ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას!“ - წერს ზაალ მიქელაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი