„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სამოქალაქო აქტივისტებს ნატა ფერაძეს და ლაშა ფირცხალაიშვილს სოციალურ ქსელში პასუხობს და აცხადებს, რომ სახიფათოა ამ ადამიანების ხელში ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების საზარბაზნე ხორცად ქცევა.
„ამათი საზარბაზნე ხორცი რომ გახდები და თავი ძალიან თავისუფალი გგონია… - მე თავს არ დავაჭერინებ, მაგრამ კარგია, თუ ვინმეს თვალს ამოთხრიან ან ერთი წლით ციხეში ჩასვამენო…
რა ბოროტი ნაძირალები არიან. არა რა, ეს ლიბერალური ფაშიზმი უნდა ამოიძირკვოს ქართული სოციუმიდან, თორემ ამ ქვეყანას არ უწერია განვითარება!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო for.ge-მ მოიპოვა მორიგი ექსკლუზიური ჩანაწერი, რომელშიც, სააგენტოს ცნობით, ფერაძე და ფირცხალაიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციებს გეგმავენ და მოქალაქეთა დაშავების სცენარსაც განიხილავენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |