ანალიტიკოსი გია აბაშიძე სააგენტო for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისამართით. სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდო ფიგურანტი პირები ნიკა გვარამია, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა არიან.
როგორც ანალიტიკოსი წერს, არაფერი დაიმალება, ყველაფერი გამოაშკარავდება და ყველა ბოროტმოქმედს კანონი გასცემს პასუხს.
„გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთი ქართველი თანამშრომელი უაზროდ მეჩხუბებოდა ჩემი პოზიციის გამო. ცხადია, მისნაირების ე.წ. არგუმენტები და ვითომ ზეწოლა ჩემზე ვერასდროს მოქმედებს. საინტერესოა, მისი ერთ-ერთი კერპის, ნიკა გვარამიას მის უფროსზე, პაველ ჰერჩინსკიზე გამონათქვამს როგორ მიიღებს?
არაფერი დაიმალება, ყველაფერი გამოაშკარავდება და ყველა ბოროტმოქმედს კანონი გასცემს პასუხს“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |