დავით ქართველიშვილი პუტინის ინაუგურაციაში ევროპელი ელჩების მონაწილეობაზე: რა მიეცა დავიწყებას: 2009 წლის 9 მაისს - საქართველო, ხოლო წელს - უკრაინა და პუტინის კრიმინალობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 08 მაისი 2024, 10:27

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაში ევროპული სახელმწიფოების დიპლომატების მონაწილეობას აფასებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საპრეზიდენტო ინაუგურაციას, მიუხედავად ვაშინგტონის არაორაზროვანი მითითებისა, მაინც დაესწრო ევროკავშირის რამდენიმე წევრი-ქვეყნის მოსკოვში აკრედიტებული ელჩი.


დავით ქართველიშვილი ფაქტს დემარშად აფასებს და მიზეზებზეც საუბრობს. ამავდროულად, აქცენტს აკეთებს ევროპელების ინტერესებზე და იხსენებს იმას, თუ როგორი გამალებული სავაჭრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან მთელ რიგ ევროპულ სახელმწიფოს. ორი რამ, რაც „ხალხის ძალის“ წევრს აღელვებს, არის ის, რომ დავიწყებას მიეცა 2009 წლის 9 მაისს - საქართველო, ხოლო წელს - უკრაინა და პუტინის კრიმინალობა.

„როგორც ფაქტი, მაინც უნდა დავაფიქსირო და არა იმის გამო, რომ ევროპელების პოზიციაში ვერევი. დიახ, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქის ვლადიმერ პუტინის გუშინდელ საპრეზიდენტო ინაუგურაციას, მიუხედავად ვაშინგტონის არაორაზროვანი მითითებისა, მაინც დაესწრო ევროკავშირის რამდენიმე წევრი-ქვეყნის მოსკოვში აკრედიტებული ელჩი. როგორც მინიმუმ, სამზე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია: სლოვაკეთი, უნგრეთი, საფრანგეთი.


ამ დემარშს შეიძლება ჰქონდა ორი სავარაუდო მიზეზიდან ან ერთ-ერთი, ან ორივე ერთად: ეს ქვეყნები არ იზიარებენ ჰააგის სასამართლოს პოზიციას ან საფრანგეთის პრეზიდენტის ხაზის დაფიქსირებას "აწვებიან", თუ რით განსხვავდება პარტნიორული ურთიერთობა აშშ-თან მათი ვასალური ვარიანტისაგან. ასეა თუ ისე, აგვისტოს ომიდან სულ რაღაც 9 თვეში, 2009 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გაერთიანებულ სამხედრო აღლუმში მონაწილე ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი, უკრაინელი და ა.შ. სამხედრო მოსამსახურეები გამახსენდა. გამახსენდა დღესდღეობით სხვადასხვა პოზიციაში რუსეთთან რეკორდულ სავაჭრო ბრუნვაზე გასული სანქციებს-მიერთებული ფარისეველი ევროპული სახელმწიფოები.

რაც შეეხება იმას, თუ რა მიეცა დავიწყებას: 2009 წლის 9 მაისს - საქართველო (ხოლო 2010 წლის 9 მაისის აღლუმის საერთაშორისო კონტინგენტი კიდევ უფრო მასშტაბური იყო), ხოლო წელს - უკრაინა და პუტინს კრიმინალობა.


ტრადიციულად ჩვენი ფეიკ-ოფშორ-მედიასაშუალებებს „კრავთა დუმილი" აქვთ ამ ამბის გაშუქებაზე - საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან საპროტესტო მიტინგი არ იგეგმება. სამაგიეროდ იგეგმება ისეთ „ღირსეულ" ევროპაში დაჩქარებული ტემპით შესვლის პერფორმანსი, რომელსაც გუშინ კრემლის დიდ სასახლეში საფრანგეთის ელჩი პიერ ლევი განასახიერებდა. „ალლობალაკლავაბალაკლავა!" - თქვენ ამ პრინციპებში ბოლო-ბოლო რომელ მხარეზე ხართ, თავადაც ჩამოყალიბდით და იქნება ჩვენც გაგვაგებინოთ?“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი