ჩაგძახეს, მიგითითეს, დაგქოქეს და „მიგაქსიეს“ სახელმწიფოს წინააღმდეგ. თქვენ კი უაპელაციოდ მზად ხართ, ეს ქვეყანა ნაწილ-ნაწილ დაშალოთ? - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
ქადაგიძე გამოეხმაურა კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ" კანონპროექტი იქნება წარდგენილი.
ზურაბ ქადაგიძის შეფასებით, საქართველოში არა მხოლოდ წაკითხულის გააზრებას, არამედ რეალობის აღქმის პრობლემაც არსებობს.
„ვინც წაუკითხავ ქართულ კანონპროექტს აპროტესტებთ, იმათთან მაქვს ერთი კითხვა: კრემლის გავლენებმა კანადაშიც შეაღწია თუ როგორაა საქმე?!
იოტისოდენა ღირსების გრძნობის და თავმოყვარეობის ამბავია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გეუბნება - გაპროტესტებინებენ ისეთ რამეს, რაც მათთვის ნებადართულია!
ანუ ჩაგძახეს, მიგითითეს, დაგქოქეს და “მიგაქსიეს” სახელმწიფოს წინააღმდეგ. თქვენ კი უაპელაციოდ მზად ხართ, ეს ქვეყანა ნაწილ-ნაწილ დაშალოთ?! წაკითხულის გააზრებას აღარავინ ჩივის, რეალობის აღქმის პრობლემებთან გვაქვს უკვე საქმე.
ვერა ხედავთ, რომ სხვის ხელში სათამაშოდ გაქციეს?
რა ვიცი, ყველაზე თავისუფლები და დამოუკიდებლები ვართ გადაწყვეტილებებშიო და ფაქტი წინააღმდეგს მოწმობს - ერთი პრეტენზია არ გიჩნდებათ, რომ სხვა ყველგან თუ შეიძლება არადეკლარირებული ფინანსებისა და უცხო გავლენების კონტროლი, საქართველოში რატომ გაპროტესტებინებენ?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |