დავით ქართველიშვილი საპროტესტო აქციებზე: ამგვარი ქცევით განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან" ბრძოლა? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 06 მაისი 2024, 23:28
მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა" თავისი „ქოუჩების" მითითებებით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პერფორმანსების ჩამონათვალს აკეთებს.  

ქართველიშვილი სვამს კითხვას -  „განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან" ბრძოლა?“ და შემდეგ თავადვე პასუხობს „არასგზით!“ 


„მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა" თავისი „ქოუჩების" მითითებებით:

ილიას ტრიადა გააფართოვეს და ერთობის შემდეგ, სარწმუნოება ისევ დააბრუნეს;

გარდამოხსნას ემთხვეოდნენ ევროკავშირის დროშაში გახვეულები;

სააღდგომო კვერცხებს სახალისო „ჭკუამახვილობით" უბრახუნებდნენ ერთმანეთს; 

საგალობლების ქავერებს გვთავაზობდნენ;

წმინდა გიორგი ცხენიდან მოპედზე გადმოსვეს და ჩაფხუტი დაახურეს;

პატრიარქს „საზეიმოდ" აგინეს. 

თვალწინ დამიდგა ეს კლასიკური, ფსიქიატრების მიერ, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას" გმირისთვის ანამნეზის დადგენის სცენა, რა თქმა უნდა მცირეოდენი პარაფრაზით:

- მაშ „რუსულ კანონთან" ბრძოლის მიზნით, თქვენ მიმართეთ შემდეგ ზომებს - გულზე ხატი ჩამოიკიდეთ, იყო?
- იყო, - დაეთანხმნენ „შინევროპელები".
- ღობიდან ჩამოვარდით და ლოყა დაიშავეთ? ასეა? 
- რესტორანში ანთებული სანთლით საცვლების ამარა გამოცხადდით და ვიღაც სცემეთ? 
- აქ გაკოჭილი მოგიყვანეს. მოსვლისთანავე დარეკეთ პოლიციაში და სთხოვეთ „რუსული ოცნების" დასაჭერად ტყვიამფრქვევები გამოეგზავნათ. 
- შემდეგ ეცადეთ ფანჯრიდან გადამხტარიყავით. ასეა? 
საკითხავია: ამგვარი ქცევით განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან" ბრძოლა? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით!“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი