100
06 მაისი 2024, 15:42
ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისაგან მოვისმინეთ პირდაპირ შანტაჟი, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არის გადახვევა ევროინტეგრაციის გზიდან და გაგვიძნელდება ევროკავშირში შესვლა, რაც სრული დეზინფორმაციაა - გამჭვირვალობა არის ის თემა, რაზეც ევროკავშირი დგას - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოწოდებები არგუმენტების გარეშე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, რაც ჩვენი სუვერენიტეტის შებღალვაა.
„უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოწოდებები არგუმენტების გარეშე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, რაც ჩვენი სუვერენიტეტის შებღალვაა. სწორედ ამას ეწინააღმდეგება ქართველი ხალხი, სწორედ ამის დასტური იყო 29 აპრილს გამართული დიდი შეხვედრა. თუმცა, ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისაგან ჩვენ მოვისმინეთ ფაქტიურად პირდაპირ შანტაჟი, რომ თურმე ეს არის გადახვევა ევროინტეგრაციის გზიდან და გაგვიძნელდება ევროკავშირში შესვლა, რაც სრული დეზინფორმაციაა, იმიტომ რომ გამჭვირვალობა არის ის თემა, რაზეც ევროკავშირი დგას“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |