ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილისა და ძარცვის იდეოლოგიაა - „OC Media“-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 05 მაისი 2024, 20:58

ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა „OC Media“-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი და საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს.

„ათი მცნება
1. ღმერთი არ არსებობს.
2. როცა კვდები, მართლა კვდები. „იმქვეყნიური ცხოვრება“ იმისთვისაა რომ ცხოვრებაში არ აკეთო ის, რაც მოსასწრებია სანამ მთლიანად გაქრები.
3. ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა.
4. არაფერი „არ სჭირს“ ქართულ ეკლესიას. სმე და მისი საპატრიარქოც ჯერ ფეოდალური ტერორის ნაწილი იყო, შემდეგ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ნაწილი, მას შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო სააგენტოა; სკოლაში ნასწავლი სისულელეებით ნუ ცხოვრობ.
5. ეკლესია თუ იმისთვის გინდა რომ სხვისი კი არა, შენი იდეები იქადაგოს, პოლიტიკის და რელიგიის აღრევა კი არა, მხოლოდ საკუთარი სისუსტე განაღვლებს. გაძლიერდები და იმავეს ჩამდენი ხარ.
6. ნუ ატყუებ საზოგადოებას რომ ევროპა ლგბტ უფლებებს, გეი პრაიდს და ორზე მეტ გენდერს არ ნიშნავს. მაგასაც ნიშნავს. პატივი ეცი საკუთარ მოსაზრებებს, თუნდაც არაპოპულარული იყოს.
7. თუ ათეისტი ხარ, ნუ ამბობ რომ „რელიგია მაინც სჭირდება ხალხს“. თუ უღმერთობის „სიბრძნეს შეწვდი“, როგორმე სხვებიც მოახერხებენ, გენიოსი არ ხარ, უბრალოდ უფრო მეტი სახსარი გაქვს.
8. კი, რელიგიური რწმენა ზოგჯერ ჩაგვრის წინააღმდეგაც გამოიყენება, მაგრამ ნუ აზვიადებ ამას. სასურველის რეალობად გასაღება გულაცრუებით დასრულდება.
9. რაც უფრო შეეცდები იყო ის რაც არ ხარ, მით უფრო მარტივად მოგაჭამენ თავს ქრისტეს ტომები. ძალა პატივს სცემს მხოლოდ ძალას. გულწრფელობა და სიმართლეც ძალაა.
10. მშია (სათქმელი ამოვწურე ამიტომ ამით ვავსებ)“, - წერს შოთა ხინჩაგაშვილი Facebook-ზე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი