დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 04 მაისი 2024, 17:28

ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და როგორ იმყარებს საქართველო სუვერენულ უფლებებს ახალ გეოპოლიტიკაში, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

ხუნდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პოლიტიკურ გამბედაობას, მართალ პრინციპულობას და ეროვნული ღირსების დაცვას ყოველთვის მოაქვს შედეგი და საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდება.

„რამდენიმე წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი;ეწო ქვეყანა, რომელიც მსოფლიო რუკაზე არც კი ჩანს, თავისი სუვერენიტეტისათვის ბრძოლას დიდ სახელმწიფოებთანაც კი გაბედავდა. ხელისუფლების მშვიდმა, პრინციპულმა და გაბედულმა პოლიტიკამ ალბათ გააოგნა მსოფლიო. საქართველო თანამედროვეობის ერთ-ერთი თვითმყოფადი სახელმწიფო ხდება. ეს გზა რთულია, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და როგორ იმყარებს საქართველო სუვერენულ უფლებებს ახალ გეოპოლიტიკაში. მათ ოპოზიცია მართავს და შთააგონებენ იმას, რაც მათ სურთ და რისთვისაც სურთ ამ ახალგაზრდების წრფელი ემოციების გამოყენება. ვსაუბრობ არა წინასწარ დატრენინგებულ, არამედ, მანიპულაციების და დეზინფორმაციის საშუალებით ქუჩაში გამოყვანილ ახალგაზრდებზე.

პოლიტიკურ გამბედაობას, მართალ პრინციპულობას და ეროვნული ღირსების დაცვას ყოველთვის მოაქვს შედეგი. დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით. შესაძლოა დღეს უცნაურად ჩანს ჩვენი ქმედება მათთვის, მაგრამ ხვალ აუცილებლად ანგარიშგასაწევი იქნება“, - წერს ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი