მერამდენედ უნდა დაეხმაროთ ვითომ მედასავლეთეებს რუსები ? მერამდენედ ? თან ისე აპიარებს ოპოზიცია ამას, თითქოს მათ გარდა ვინმესთვის სასარგებლოა ეს განცხადება. ვერ ვხვდებით რა ხდებაო არავინ მითხრას, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, რუსი პროპაგანდისტის, სერგეი კარნუხოვის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები, რუსეთის ხელისუფლების მითითების გარეშე ვერ გაკეთდება. როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, რუსულმა მხარემ კარგად იცის, საქართველოს მთავრობის მისამართით გაკეთებული განცხადებებით, სინამდვილეში ვის აძლიერებენ.
“მერამდენედ უნდა დაეხმაროთ ვითომ მედასავლეთეებს რუსები ? მერამდენედ ? თან ისე აპიარებს ოპოზიცია ამას, თითქოს მათ გარდა ვინმესთვის სასარგებლოა ეს განცხადება. ვერ ვხვდებით რა ხდებაო არავინ მითხრას. ცეცხლის აგიზგიზებაში დამატებითი ნავთია ეს. ეს რუსეთის ხელისუფლების პირდაპირი მითითების გარეშე ვერ მოხდება. რატომ ეხმარება რუსეთი ამ ხალხს ? ან ისეთი სულელები არიან რუსები, რომ ვითომ ასეთი თანადგომის გამოხატვით ვერ ხვდებოდნენ ვის აძლიერებენ ? ვერ ხვდებიან კი არა, მათი დაგეგმილია.” - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |